სოფელი საქართველოში, გურიის მხარისჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავის თემში (სოფლები: თავპანტა, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკოურა). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 640 მ., ჩოხატაურიდან 27 კმ. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ფრაზიდან „ქვა ბღავის“. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა. სოფელში არის საჯარო სკოლა და მეჩეთი.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 329 ადამიანი.